"მოგმართავთ ყველას, ვინც მონაწილეობდით "14 აპრილის" მოვლენებში ან იცნობთ ვინმეს, ვისაც საინტერესო ისტორია, ან იმ მოვლენების ამსახველი, თუნდაც ერთი კადრი აქვს!"

29 Jan 2018 20:38

გამომცემლობა „არტანუჯი“ 14 აპრილს, დედაენის დღეს, საინტერესო წიგნით შეხვდება.


 ახალი გამოცემა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების 40 წლისთავის აღსანიშნავად გამოიცემა და მასში თავმოყრილი იქნება უშუალო მონაწილეთა ზეპირი ისტორიები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში შეგროვდა.


 მოგონებების შეგროვება ჯერ არ დასრულებულა. მოგმართავთ ყველას, ვინც მონაწილეობდით აღნიშნულ მოვლენებში ან იცნობთ ვინმეს, ვისაც საინტერესო ისტორია ან იმ მოვლენების ამსახველი თუნდაც ერთი კადრი აქვს. შემოგვიერთდით, დაგვიკავშირდით ან დაგვაკავშირეთ ასეთ პირებთან და თქვენც გახდით მნიშვნელოვანი გამოცემის მონაწილე.


 20 თებერვლამდე მოგვწერეთ მოკლედ თქვენ შესახებ და მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაციაც ელექტრონულ ფოსტაზე: dedaenisdge@gmail.com


 პროექტის კოორდინატორი თავად დაგიკავშირდებათ ზეპირი ისტორიის ჩასაწერად.


მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!


კომენტარები:

ფართი შოპი