"ავთანდილ თალაკვაძე ბევრ ოზურგეთელს დახმარებია საკუთარი რესურსით და ინიციატივით ამ წლების განმავლობაში, ზედმეტი ხმაურის და აფიშირების გარეშე"- ასე ეხმაურება ახალგაზრდა მეცნიერი, მედიის მკვლევარი ანა ბაქანიძე, ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის ერთ-ერთ წინასაარჩევნო აქტივობას.
"საუკეთესო ადამიანია ოზურგეთის მერობის კანდიდატი. ბევრი კარგი მსმენია ავთანდილის შესახებ, ბევრ ოზურგეთელს დახმარებია საკუთარი რესურსით და ინიციატივით ამ წლების განმავლობაში, ზედმეტი ხმაურის და აფიშირების გარეშე. მზრუნველი და ორგანიზებული მერი იქნება ქალაქისთვის და თითოეული მაცხოვრებლისთვის. მე აღარ ვარ ოზურგეთში ამომრჩეველი და მხოლოდ ასე შემიძლია დავუჭირო მხარი. მგონია, რომ ამ ჯერზე ნამდვილად გაუმართლა ოზურგეთს."- აღნიშნავს ანა ბაქანიძე.