შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

19 Sep 2020 00:16

თანამშრომლის ტესტის პასუხი დღეს, 18 სექტემბერს გახდა ცნობილი. სააგენტოს

სხვა თანამშრომლები, რომლებთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი,

გადაყვანილნი არიან თვითიზოლაციაში.


ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებასა და კონტაქტების

კვლევას.


აღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ხვალ, 19 სექტემბერს ბათუმის

სტრუქტურული ერთეული დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოებიდან გამომდინარე,

ერთი დღით მოქალაქეებს ვერ მოემსახურება, ორშაბათიდან კი ჩვეულ რეჟიმში

გააგრძელებს მუშაობას.



კომენტარები:

ფართი შოპი