ალექსანდრე ჭიკაიძე სახელმწიფო უწყებაში აღარ მუშაობს

29 Jan 2018 20:59

ალექსანდრე ჭიკაიძე სახელმწიფო უწყებაში აღარ მუშაობს. მიმდინარე წლის 24 იანვარს მან ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტში მითითებულია, რომ ჭიკაიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილეა. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 2017 წლის დეკემბერში საბჭო გაუქმდა და შეიქმნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ინფორმაცია იმის შესახებ რომ ჭიკაიძე ახალ უწყებაში არ მუშაობს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც ადასტურებენ.

ალექსანდრე ჭიკაიძე 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე შს მინისტრი იყო. შემდეგ კი მუშაობა კრიზისების მართვის საბჭოში გააგრძელა.


კომენტარები:

ფართი შოპი