შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილიმა საზოგადოებას ბოლო პერიოდში შსს-ს მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ გააცნო და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში "ქურდული სამყაროს" 6 წევრი დააკავეს.
"სამინისტროს მიერ ჩატარებული ფართომაშტაბიანი ოპერაციის შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის მცდელობის ბრალებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მეტსახელად ჩიკი, ბუბა, ამბერგუმა და კიდევ სხვა სამი პირი იქნა დაკავებული.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის 3-მა წევრმა თურქეთის რესპუბლიკასი მყოფ ე.წ კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით რამდენიმე მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო და დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა.
ამავე პირებმა დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან, ქურდული გარჩევის გზით, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობრივი გზით, მათივე ნაცნობისგან მიისაკუთრეს თანხა და ნარკოტიკული საშულების გამოძალვას ცდილობდნენ.
გამოძიებამ ასევე დადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ორმა წევრმა ინფორმაციის მიღებისთვის თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა რამდენიმე პირს, რომლებსაც ბრალდებულებმა იარაღის მუქარით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 2 დღის განმავლობაშ დატყვევებული ჰყავდათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიანებენ ქურდულ სამყაროს, ისინი მონაწილეობას იღებდნენ ქურდულ გარჩევებში.
დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების ბრალდება 5-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილიმა.