"გამოვლინდა 3 გამარჯვებული დირექტორი, გრან-პრის და ორი სპეციალური პრიზის მფლობელი"- სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

20 Sep 2020 21:01

19 სექტემბერს, 20:00 საათზე განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.


ღონისძიებაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული დირექტორი,  გრან-პრის და ორი სპეციალური პრიზის მფლობელი. გრანპრის მფლობელი გახდა, ლენა გომართელი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი. ხოლო სპეციალური პრიზის მფლობელები არიან:


  • გელა მაჭარაშვილი - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
  •  ვარდენ ნიქაბაძე - მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი


გრან-პრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი კი 25 000 ლარს შეადგენს.


კონკურსის მიზანია წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის, ასევე სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.


კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით. კონკურსის სხვა მხარდამჭერები არიან: კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის (ctc), თიბისი, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media”.



კომენტარები:

ფართი შოპი