დღეს, პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, თეიმურაზ შაშიაშვილი ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირზე მომრჩეველს შეხვდება. შეხვედრა გადაიცემა ფეისბუქის ლაივით. აღნიშნულ ინფორმაციას "თეთრების" პრესცენტრი ავრცელებს.
„შეუძლებელს შევძლებთ,მთავარია,შიში ,უიმედობა და დეპრესია დავძლიოთ. გავანთავისუფლოთ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის პოლიტიკური სივრცეგარედან მართული პარტიებისგან,სოროსელებისა და მასონთა მეგობრებისგან..დავასრულოთ სიყალბეში ცხოვრება და მისი შემოქმედი პოლიტიკური მაფია!ქართული,მხოლოდ ქართული გზა,ქვეყანა ერის ბუნებიდან უნდა იმართებოდეს!“ ნათქვამია „თეთრების“ ლიდერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტრადიციულად, თემურ შაშიაშვილი ღვთისმშობლობას მშობლიურ ქალაქში - ქუთაისში ხვდება. ეს ტრადიცია სათავეს 90-იანებში იღებს, როცა მაშინდელი მერისა და გუბერნატორის, თემურ შაშიაშვილის ინიციატივით ქუთაისში იმართებოდა ქუთაისის დღეები „ღვთისმშობლობიდან - ჯვართამაღლებამდე“ .