საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პანდემიის გამო ვირტუალურად ტარდება.
ღონისძიება საქართველოს დროით, 17:00 საათზე დაიწყება და საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა გაერო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებისა და საზოგადოებადმი ვიდეომიმართვის რეჟიმში გადაიცემა.