რატომ უნდა აწარმოოთ ბუღალტერია აუთსორს კომპანიაში?

22 Sep 2020 12:08

ქართული კომპანიების დიდი ნაწილი სერიოზულად არ აღიქვამს ბუღალტერიის მნიშვნელობას მცირე ბიზნესის დაწყებისას. ბევრი მათგანი ცდილობს თავად აწარმოოს საბუთები, ზოგი კი დასახმარებლად მეგობრებს ეძახის. სამწუხაროდ ეს არასწორი მიდგომაა და საბოლოო ჯამში ძალიან ცუდი გავლენა შეიძლება იქონიოს ბიზნეს საქმიანობაზე.

ჩვენ მოგიყვებით მარტივი გამოსავალის შესახებ, ანუ რატომ უნდა აწარმოოთ ბუღალტერია აუთსორს კომპანიაში?!

დაზოგეთ დრო;


როდესაც ბუღალტრული საბუთების ცათამბჯენები არ ფარავს თქვენს სამუშაო მაგიდას დაგვეთანხმებით, რომ სხვა საკითხებზე ფიქრი უფრო მარტივია. ეს რუტინული საქმე ძალიან შრომატევადია, ბიზნესის დამფუძნებელი, მისი მეგობარი ან თუნდაც დაქირავებული ბუღალტერი ვერ შეძლებს სრულყოფილად გაუმკლავდეს აღნიშნულ ამოცანას. როდესაც საქმეში პროფესიონალების გუნდი ერთვება მათთვის თქვენი ბუღალტერიის წარმოება ბევრად მარტივია და თქვენ გითავისუფლდებათ უძვირფასესი დრო;


დაზოგეთ ფული;


აუთსორს ბუღალტრულ კომპანიაში თქვენ აუცილებლად დაზოგავთ ფულს. სწორედ იმ სერვისს შეიძენთ რომელიც გჭირდებათ და გადაიხდით ბევრად უფრო ნაკლებს ვიდრე სრულ განაკვეთიანი თანამშრომლის შემთხვევაში.

იყავით დაცული თაღლითობისგან

აუთსორს კომპანიას ნამდვილად არ აწყობს თქვენი კეთილგანწყობის დაკარგვა, ის რეპუტაციას აშენებს და ზრუნავს მომხმარებლებზე, ასევე პასუხისმგებელია შესრულებულ საქმეზე რაც გიცავთ თაღლილობის შემთხვევებისგან.

იყავი დაზღვეული შეცდომებისგან

მიუხედავად იმისა რომ შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული, თქვენი საბუღალტრო საქმეები თუ კომპანიას აბარია, შეცდომებზე პასუხს ის აგებს და არა თქვენი ბიზნესი. ეს ნამდვილად სასიამოვნო ამბავია, რადგან მხოლოდ საბუღალტრო მომსახურების კომპანია შეძლებს მსგავსი სერვისი შემოგთავაზოთ. საბურალტრო შეცდომები კი შეიძლება ძალიან ხარჯიანი აღმოჩნდეს.

ისარგებლე ცოდნით

ბურალტრულ კომპანიასთან თანამშრომლობისას, თქვენ სულ სიახლეების საქმის კურსში ხართ. ესეც ძალიან მნშვნელოვანია რადგან კანონმდებლობა ხშირად იცვლება, ის ვინც არ იცის სფეროს ნიუანსები და სიახლეები ვერ შეძლებს ყველაფრის სწორად გაკეთებას. კომპანია კი მუდამ ვითარდება ამ კუთხით, რადგან საბუღალტრო მომსახურების კომპანიაში ძალიან კარგად იციან ბუღალტერია, თქვენ კი ამ ცოდნით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

საქართველოში საკმაოდ ბევრი კომპანიაა, ზოგიერთი მათგანი ორიენტირდება დიდ კომპანიებზე და თუ თქვენ მცირე ან საშუალო ბიზნესის მფლობელი ხართ შეიძლება უმჯობესია მიმართოთ შედარებით ახალ მაგრამ უკვე კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიებს.  ნებისმიერ შემთხვევაში ახლა უკვე იცით როგორ ჯობია აწარმოოთ თქვენი ბუღალტერია. ისღა დაგრჩენიათ გადადგათ შესაბამისი ნამიჯები და მიენდოთ პროფესიონალებს.



კომენტარები:

ფართი შოპი