"იმედს ვიტოვებ, შს მინისტრი დაინტერესდება ჩემი ამ განცხადებით..."- ია მეტრეველი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს

31 Jan 2018 04:14

ია მეტრეველი:


- ყველა ის პატრული, რომლებიც სასტიკად ექცეოდნენ უდანაშაულოდ დაკავებულ ახალგაზრდებს, რომლებიც კარგად ჩანან კადრებში და დღეს მოწმეებად იკითხებიან, თანამონაწილეები არიან იმ დადგმული სპექტაკლისა, რომელიც 2004 წლის 23 ნოემბრის საშინელ ღამეს მოაწყვეს მაშინდელმა კრიმინალმა მაღალჩინოსნებმა. მათ ქმედებებში ნათლად ჩანს სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა დღეს ყველანი ისევ მუშაობენ საპატრულო პოლიციაში ან სხვა ძალოვან უწყებებში. მეტიც, ზოგი მათგანი დაწინაურებულიც კი არის. 


სწორედ ამოტომ, მივმართავ ბატონ გიორგი გახარიას, დაინტერესდეს ამ პიროვნებებით. არ შეიძლება ასეთი თანამშრომლები მუშაობდნენ ძალოვან სტრუქტურებში. ასეთი კადრები  ნდობას უკარგავენ საზოგადოებას პოლიციისადმი. თანაც ეს ის ხალხია, რომლებიც უკანონო ბრძანებებს სიამოვნებით შეასრულებენ, თუკი ასეთი მოთხოვნა კიდევ ექნებათ. იმედს ვიტოვებ შსს მინისტრი დაინტერესდება ჩემი ამ განცხადებით, რომლისადმიც დიდი ნდობა გამაჩნია.


კომენტარები:

ფართი შოპი