"შეხვედრაზე მოსულ ხალხს დავპირდი, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემების მოსაგვარებლად ყველანაირ შესაძლებლობას გამოვიყენებ" - კახა კახიშვილი საექიმოს, გაბრიელ სალოსის 13/15 და დოლაბაურის ქუჩების მოსახლეობას შევხვდა

23 Sep 2020 02:49

"წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებ ისნელებთან შეხვედრას და მათი პრობლემების გაცნობას. ამჯერად, საექიმოს, გაბრიელ სალოსის 13/15 და დოლაბაურის ქუჩების მოსახლეობას შევხვდი."- წერს "ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. 


"მიუხედავად იმ პროექტებისა, რომლებიც ამ რაიონში გაკეთდა, პრობლემები, რა თქმა უნდა, მაინც არის. სამწუხაროდ, ყველაფრის ერთდროულად მოგვარება შეუძლებელია. შეხვედრაზე მოსულ ხალხს დავპირდი, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პრობლემების მოსაგვარებლად ყველანაირ შესაძლებლობას გამოვიყენებ."- აღნიშნავს კახიშვილი.




კომენტარები:

ფართი შოპი