ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

23 Sep 2020 17:48

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან გაცნობითი  შეხვედრა გამართა.

 

კახაბერ ქემოკლიძემ მარკ კლეიტონს, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და ამ მიმართულებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და მისი აპარატის მანდატი გააცნო.

 

შეხვედრაზე,  მხარეებმა საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და საფრთხეები განიხილეს.

 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა  ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს წინაშე კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან ბრძოლაში .

 

მხარეებმა, ასევე, უსაფრთხოების კუთხით, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 

შეხვედრის ბოლოს, მარკ კლეიტონმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის თანადგომით შექმნილი ეროვნული სიტუაციური ოთახი დაათვალიერა, სადაც ამჟამად საქართველოში COVID-19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული საგანგებო მდგომარეობის მართვის ოპერაციული შტაბი მუშაობს.



კომენტარები:

ფართი შოპი