"მაჟორიტარის უფლებამოსილება შეზღუდულია და ყველაფრის მოგვარების დაპირება, სამწუხაროდ, შეუძლებელია, ამიტომ, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ავხსენი, რომ ტყუილ დაპირებებს ჩემგან ვერასდროს მოისმენენ"- კახა კახიშვილი ე.წ. მეტრომშენის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

23 Sep 2020 18:04

"ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი ე.წ. მეტრომშენის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნულის შესახებ კახიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.


"გრძელდება საარჩევნო კამპანია და ჩვენც აქტიურად ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. დღეს ე.წ. მეტრომშენის დასახლებაში ვიმყოფებოდი და აქ მცხოვრებ ხალხს შევხვდი.


ადგილობრივებისგან არსებული პრობლემები მოვისმინე, ერთად ვიმსჯელეთ მათი გადაჭრის გზებზე და მეტრომშენის მოსახლეობას ჩემი სამომავლო გეგმები გავაცანი. განვიხილეთ, როგორ შეიძლება ისნის რაიონის კიდევ უფრო განვითარება და მათი ყოველდღიური პრობლემების შემსუბუქება.


მაჟორიტარის უფლებამოსილება შეზღუდულია და ყველაფრის მოგვარების დაპირება, სამწუხაროდ, შეუძლებელია, ამიტომ, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ავხსენი, რომ ტყუილ დაპირებებს ჩემგან ვერასდროს მოისმენენ.


იყო ისნის მაჟორიტარი ნიშნავს, ხალხის პულსზე გედოს ხელი და აქტიური კომუნიკაცია გქონდეს მათთან."- წერს კახიშვილი.


 



კომენტარები:

ფართი შოპი