"თანამშრომლებს აიძულებენ სიუჟეტებიდან და კადრებიდან ამოჭრან არასასურველი მღვდელმთავრები..." - რა ხდება საპატრიარქოს ტელევიზიაში?

31 Jan 2018 18:02

გოჩა მირცხულავა, ჟურნალისტი:


_რა ხდება საპატრიარქოს ტელევიზიაში? თანამშრომლებს აიძულებენ ცალკეული სიუჟეტებიდან და კადრებიდან  ამოჭრან არასასურველი მღვდელმთავრები. პროტესტს ვინც გამოთქვამს სახლში უშვებენ - განცხადებას აწერინებენ. არ დამიწყოთ ახლა რომ პირადი განცხადების საფუძველზე მიდიან და ნურც გათავისუფლებეულებს ჰგონიათ, რომ მათ გასაჭირს პატრიარქს მიუტანს ვინმე და სამსახურში დააბრუნებენ.


ისე, დარჩენილები სად წახვალთ თუ თქვენი "ამოჭრილი" პერსონებიდან რომელიმე "ხვალ" პატრიარქი გახდება ? ხომ იცით რომ ხელს თქვენ შეგაწმენდენ? ისე რამდენი ხანი უნდა აჩვენოს ამ ტელევიზიამ არქივები? არქივებიდან ჭრიან, საქმეც ეგ არის....


კომენტარები:

ფართი შოპი