სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ელექტრონული პორტალი student.moh.gov.ge დღეიდან ამოქმედდა

24 Sep 2020 15:42

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით , პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცემა:


2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ანაზღაურების მიზნით ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვის მიზნით.


სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და  2020 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150 000-ზე, არ სჭირდებათ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე.


ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება მშობელს, რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“, სარეიტინგო ქულა ნაკლებია 150000-ზე და სტუდენტი შვილი არ არის გათვალისწინებული ოჯახის წევრად. 


 სტუდენტის  მშობელი რეგისტრაციისას უთითებს:


ა) საკუთარ სახელს, გვარს და პირად ნომერს;


ბ) სტუდენტი შვილის სახელს, გვარს, პირად ნომერს და საჭიროების შემთხვევაში ატვირთავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და დაბადების მოწმობის ასლებს.


დამუშავებული სია გადაეცემა განათლების სამინისტროს, რომელიც განახორციელებს შესაბამის პროცედურებს, რათა მოხდეს 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის ან/და 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სწავლის საფასურის დავალიანების დაფინანსება.


ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 1 ნოემბრამდე


https://wetransfer.com/downloads/3dfa61550b8ae818aa78f6836f9ca0c620200924092947/852279?fbclid=IwAR2ny6-lK8KsCFz9_h_oyXR64kR7IBxPCo7BTLtLqrGhAdvn1ejNvNM1JsE

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი