"ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი გაბრიელ სალოსის #115-ში, სამრეწველოს დასახლებასა და საავიაციო ქარხნის მეორე დასახლებაში მცხოვრებ ხალხს შევხვდა. აღნიშნულის შესახებ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს.
"წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაგრძელებთ ისნელებთან შეხვედრებს.
ამჯერად, ბერი გაბრიელ სალოსის #115-ში, სამრეწველოს დასახლებასა და საავიაციო ქარხნის მეორე დასახლებაში მცხოვრებ ხალხს შევხვდი.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, პირადად მათგან მოვისმინო ის პრობლემები, რომლებიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს. ასევე, იმ ხედვაზე საუბარიც, თუ როგორ ხედავენ საკუთარი უბნისა და მთლიანად რაიონის განვითარებას.
გავცვალეთ იდეები, მოსაზრებები, განვიხილეთ ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც ამ უბნებში მცხოვრებთ აწუხებთ.
პირობა კი, რა თქმა უნდა, ერთია - გამარჯვების შემთხვევაში, ისნელების პრობლემების გადასაჭრელად და მათი უფლებების დასაცავად პარლამენტის ტრიბუნას მაქსიმალურად გამოვიყენებ."- წერს კახიშვილი.