ე.წ. "გუგულიზმები" - ანუ, გუგული მაღრაძის მიერ წარმოთქმული "ფრთიანი" ფრაზები

31 Jan 2018 18:44

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი, სოციალური ქსელის მომხმარებლის, Qeti Qetevaniს "პოსტს" აქვეყნებს.



_გუგულიზმები:


„სერიოზული, მცოდნე ადამიანი საჯარო სამსახურში 2 000 ლარად არ გაგიჩერდება“.


“ჭკვიანმა დიასახლისმა იცის, როდისაა ხორცი იაფი”.


„10 ლარად 4 ბოთლი ზეთის ყიდვა ისევ თავისუფლად შესაძლებელია“.


„საქართველოში უმუშევრობა მხოლოდ იმის გამო კი არ არის, რომ აქ სამუშაო ადგილები არ არის, სამუშაო ადგილები ცხადდება და შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები არ არიან“.


„როდესაც ახლოვდება არჩევნები, ცხადია, უფრო მკვეთრი გამონათქვამები არის ხოლმე იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ამომრჩეველი“.


მაღრაძე გარემოვაჭრეებს: შეიძლება ფეხები არ მიცივდება, მაგრამ საღამოს მეც დაღლილი მოვდივარ.


მაღრაძე ჟურნალიტს : შუბა არ უნდა მეცვას? თქვენ რა ცხოველთა დაცვის საზოგადოებიდან ხართ?


“საახალწლოდ ვის რა პრობლება უნდა ჰქონდეს? მოსახლეობის ძალიან ცოტა ნაწილია დღეს მეტ–ნაკლებად გაჭირვებული. მაქსიმუმ, 5 პროცენტს უჭირს და ისინიც საახალწლოდ მაინც ახერხებენ სუფრის გაშლას”


„თუ კარგი დიასახლისია, გეტყვი, რამდენია საჭირო: ადამიანი გავა, იმ დღეს იყიდის ხორცს, როცა იაფია, იმ ხორცს ორად გაყოფს, სუპს გააკეთებს, მერე კიდევ შეურევს სხვა რაღაცებს, მაგალითად, კარტოფილს. ამისთვის სადღაც 20 ლარია საჭირო და შეიძლება კალორიებიც დაიცვა, სჯობს სტაფილო, კარტოფილი, კომბოსტო და ა.შ. ამას უნდა კარგი, ჭკვიანი დიასახლისი, რომელმაც იცის, როდის გავიდეს ბაზარში. ესაა მთელი ხელოვნება. ”


კომენტარები:

ფართი შოპი