პოლიციამ გურიაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

27 Sep 2020 01:26

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის

რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული შ.შ., ოჯახში

ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.


დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში

მცხოვრებმა ბრალდებულმა მამაკაცმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით,

ფიზიკურად იძალადა მეორე შვილზე - 1999 წელს დაბადებულ მ.შ.-ზე.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის

მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.



კომენტარები:

ფართი შოპი