"მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან მათი საჭიროებების მოსმენა საშუალებას მომცემს სწორად დავსახოთ პრიორიტეტები და გადაჭრის გზებზეც ერთად ვიმსჯელოთ" - კახა კახიშვილი ისნელებთან ყოველდღიურ რეჟიმში შეხვედრას განაგრძობს

27 Sep 2020 01:49

"ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი ისნელებთან ყოველდღიურ რეჟიმში შეხვედრას განაგრძობს. დეპუტატობის კანდიდატი, დღეს, ვაზისუბნის 1-ლი მიკროაიონისა და ხელოვანთა ქუჩაზე მცხოვრებლებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ კახიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. 


"ვაგრძელებ ისნელებთან ყოველდღიურ რეჟიმში შეხვედრას და ამჯერად, ვაზისუბნის 1-ლი მიკროაიონისა და ხელოვანთა ქუჩაზე მცხოვრებლებს შეხვდი.


მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან მათი საჭიროებების მოსმენა საშუალებას მომცემს სწორად დავსახოთ პრიორიტეტები და გადაჭრის გზებზეც ერთად ვიმსჯელოთ.


მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს დიდი ინტერესი აქვთ პირადად ჩაერთონ რაიონის განვითარების პროცესებში.


პრობლემები, სამწუხაროდ, ამ რაიონში არის, მაგრამ ორმხრივი ურთიერთობით, რომელსაც მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ, ერთიანი ძალებით შევძლებთ ყველა გამოწვევასთან გამკლავებას." - წერს კახიშვილი.



 


კომენტარები:

ფართი შოპი