გიორგი გახარია - ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტრაგიკული ამბით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს

27 Sep 2020 02:22

ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტრაგიკული ამბით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს. 


მთავრობის მეთაური უსამძიმრებს  დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.


"ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტრაგიკული ამბით, რომელსაც ბორტზე მყოფი პირების, მათ შორის საავიაციო სკოლის სტუდენტების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,"- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.



კომენტარები:

ფართი შოპი