კრებული ,,უსაზღვროდ" აერთიანებს 50-მდე თანამედროვე ქალი ავტორის ლექსებს, მოთხრობებს, დოკუმენტურ პროზასა და რომანებიდან ამონარიდებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების თემაზე - „უ ს ა ზ ღ ვ რ ო დ" - წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

27 Sep 2020 02:34

27 სექტემბერს, 13:00 საათზე, „მზიურის" ამფითეატრში, ორტომეულის „უსაზღვროდ" პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნება და კორონავირუსის პანდემიის გამო, ღია ცის ქვეშ, რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.


ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მწერლისა და ავტორის მიერ საკუთარი წიგნებისა და ტექსტების პრეზენტაცია და საავტორო კითხვა.


კრებული ,,უსაზღვროდ" აერთიანებს 50-მდე თანამედროვე ქალი ავტორის ლექსებს, მოთხრობებს, დოკუმენტურ პროზასა და რომანებიდან ამონარიდებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების თემაზე.

 

წიგნის იდეის ავტორები არიან ქეთევან დუმბაძე და ლელა ცუცქირიძე. შემდგენელი ლელა ცუცქირიძე; გარეკანზე გამოყენებულია ნუკრი ფირცხალავას ნახატი.

 

ორტომეული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნების" ფარგლებში, გამომცემლობა „კალმოსანის" მიერ გამოიცა.



კომენტარები:

ფართი შოპი