სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სამეგრლო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციული ორგანების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

27 Sep 2020 03:07

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით  საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

 

სახელმწიფო დროშები დაუშვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და რეგიონის მასშტაბით არსებული ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.

 

სოხუმის დაცემის დღიდან 27 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, სამხედრო კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.



კომენტარები:

ფართი შოპი