"ხალხთან საუბარი საინტერესო და მნიშვნელოვანია"- კახა კახიშვილი ვარკეთილის IV მიკრორაიონის მე-3 კვარტალსა და ვაზისუბნის მე-8 ლეგიონში მცხოვრებ ხალხს შეხვდა

28 Sep 2020 19:36

"ვაგრძელებ წინასაარჩევნო კამპანიას და მორიგი შეხვედრა ვარკეთილის IV მიკრორაიონის მე-3 კვარტალსა და ვაზისუბნის მე-8 ლეგიონში მცხოვრებ ხალხთან გავმართე."- წერს "ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. 


"მათთან საუბარი საინტერესო და მნიშვნელოვანია, რათა პირადად მოვისმინო მათი პრობლემები და ერთად შევთანხმდეთ გადაჭრის გზებზე.


მინდა მადლობა გადავუხადო შეხვედრებზე მოსულ ადამიანებს, ჩემთვის დროის დათმობისა და სურვილისთვის, რომ თავად ჩაერთონ იმ პრობლემების მოგვარებაში, რომლებიც, სამწუხაროდ, ჯერ ისევ აწუხებთ. მჯერა, რომ ორმხრივი მუშაობის შედეგად მათი ცხოვრების ხარისხს გავაუმჯობესებთ."- წერს კახიშვილი




კომენტარები:

ფართი შოპი