"საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაშია და ვაგრძელებ ყოველდღიურ შეხვედრებს ისნელებთან. ამჯერად, მეტრომშენის დასახლებაში, მთისძირის ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს შევხვდი."- წერს "ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
"მათ საარჩევნო პროგრამა გავაცანი, გავცვალეთ იდეები, მოვისმინე პრობლემები და ერთად განვიხილეთ გადაჭრის გზები. ასევე, ვიმსჯელეთ ახალ ინიციატივებზე.
შეხვედრაზე მოსულებს დავპირდი, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ინდივიდუალური და სისტემური პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც, სამწუხაროდ, ისნის რაიონში ჯერ ისევ არის, მანდატით გათვალისწინებულ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებ." - წერს კახიშვილი.