"ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი “ბებოს ლავაშის” საწარმოს ესტუმრა. აღნიშნული შესახებ დეპუტატობის კანდიდატი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.
"ყველასთვის ცნობილ “ბებოს ლავაშის” საწარმოს ვესტუმრე. ისნის რაიონში, ელიაზე მდებარე საცხობში 70-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივია.
საწარმო ქვეყნის მასშტაბით 3 000 მაღაზიას ამარაგებს უგემრიელესი “ბებოს ლავაშით” და თითქმის ყველა დიდ ქალაქში აქვს ოფისები.
“ბებოს ლავაში” უსაფუაროა. ქართული წარმოების ლავაშს უამრავი მომხმარებელი ჰყავს და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ მსგავსი ტიპის საწარმოებს ხელი შეუწყოს.
საცხობში დასაქმებულებს დავპირდი, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მათ გვერდით დავდგები და იმ მცირე პრობლემებსაც კი, რომლებიც სამწუხაროდ, მიკრო ბიზნესებს ჯერ ისევ აქვთ, ერთად მოვაგვარებთ.
ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გარანტია, სწორედ ამიტომ, ჩემი გუნდისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს ქართული წარმოების გაძლიერება წარმოადგენს."- წერს კახიშვილი.