"მნიშვნელოვანია ის აქტიურობა, რომელსაც ამ ადამიანებისგან ვხედავ" - კახა კახიშვილი ვაზისუბნის დასახლებაში და ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში მცხოვრებ ხალხს შეხვდა

03 Oct 2020 03:03

კახა კახიშვილი აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას. "ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ამჯერად ვაზისუბნის დასახლებაში და ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში მცხოვრებ ხალხს შეხვდა. 


"ვაგრძელებ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას და ისნელებთან მათ საჭიროებებზე საუბარს. ამჯერად, ვაზისუბნის დასახლებაში და ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში მცხოვრებ ხალხს შევხვდი.


მნიშვნელოვანია ის აქტიურობა, რომელსაც ამ ადამიანებისგან ვხედავ.


მათ ძალიან ზუსტი ხედვა აქვთ, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ის გამოწვევები, რომლებიც ყველა ჩვენგანისთვის პრიორიტეტულია.


ვაზისუბნელებს ჩემი გეგმები და ინიციატივები გავაცანი და დავპირდი, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ერთობლივი ძალისხმევით დავიწყებთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოზე ზრუნვას" - წერს კახიშვილი. 




კომენტარები:

ფართი შოპი