"პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი "ფეისბუქის" საკუთარი გვერდის მეშვეობით მხარდამჭერებს მიმართავს.
"დღეს, 5 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. არა- ტყუილს! არა- ხელისუფლების ჩანაცვლების ბოროტ გეგმას! არა- სიღატაკეს! არა- ჩატეხილ ხიდებს სოხუმსა და ცხინვალს შორის! ვინც ხედავს, რომ მორიგ ხაფანგს გვიმზადებენ... ვისთვისაც ფასეულია სიმართლე, შერიგება აფხაზებსა და ოსებთან, ვისაც აქვს მისწრაფება, რომ ვცხოვრობდეთ სამართლიან სახელმწიფოში, სადაც მწამებლები ჭკუას ვერ დაგვარიგებენ, შემოგვიერთდი!"- წერს ინაშვილი.