საპატრულო პოლიციამ პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა

05 Oct 2020 03:38

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის

თანამშრომლებმა, პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო

შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1991 წელს დაბადებული, წარსულში

ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.მ. თბილისში ცხელ

კვალზე დააკავეს.


დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, მოსკოვის გამზირზე თავს

დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის

თანამშრომელს.


გამოძიება პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო

შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის

1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.



კომენტარები:

ფართი შოპი