"მინდა ვნახო ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად!"

02 Feb 2018 02:30

მამუკა გამყრელიძე, ყოფილი დიპლომატი:


„გუშინ დავწერე, რომ მინდა ვნახო ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად. ბევრმა ხუმრობად მიიღო, მაგრამ მე სრულიად სერიოზულად, მართლა ვთვლი, რომ ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება. შევეცდები ავხსნა.


1. ის ჩამყაყებული ჭაობი, რომელსაც ქართული პოლიტიკა ჰქვია, გამოცოცხლდება და ბევრად საინტერესო პროცესებს ვიხილავთ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში;


2. ივანიშვილი დიდი ალბათობით გახდება პრეზიდენტი და შესაბამისად მოუწევს გარკვეულ თემებზე პასუხისმგებლობის აღება. ეს მას სერიოზულ დისკომფორტს მოუტანს და შესაძლებელია შეცდომებიც დაუშვას. ამავე დროს დამთავრდება არაფორმალურ მმართველობაზე აპელირება ოპოზიციის მხრიდან;


3. ივანიშვილი ვერ იკმარებს იმ პლასტელინის თოჯინის როლს, რომელიც მარგველაშვილმა მოირგო და შესაბამისად, პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერება მოხდება. შესაძლებელია ე.წ. "პირველი პირის" წოდება სწორედ პრეზიდენტს გადაულოცონ და არც კონსტიტუციაში შესაბამის ცვლილებებს გამოვრიცხავ;


4. დისკომფორტი შეექმნება მმართველ ძალასაც და მოდუნებული მდგომარეობიდან მუდმივ დაძაბულობაში მოუწევთ ყოფნა, რაც ცუდი არ არის როგორც მთავრობის ქმედითუნარიანობისთვის, ასევე მასთან ოპონირებისათვის;


5. და მთავარი! იმედია ეს გარემოება გახდება გამღიზიანებელი ფაქტორი ოპოზიციისათვის და შედგება დიდი გაერთიანება. აი აქ კი, უკვე ხალხის ფაქტორი გადამწყვეტი იქნება. ცხადია ოპოზიციასაც მოუწევს დიდი სამუშაოს ჩატარება.


P.S. რაც ზემოთ დავწერე, ის ივანიშვილს ჩემზე ადრე ექნება ნაფიქრი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ბიძინა ასეთ საჩუქარს არ გაუკეთებს ოპოზიციას“.


კომენტარები:

ფართი შოპი