"პარლამენტში ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება განათლების სფერო იქნება"- კახა კახიშვილი მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ისნის რაიონის ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდა

06 Oct 2020 01:05

"ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ისნის რაიონის ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდა და პროფესიული დღე მიულოცა.


"მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ისნის რაიონის ღვაწლმოსილ პედაგოგებს შევხვდი და მათ პროფესიული დღე მივულოცე.


მათ ის საკანონმდებლო ინიციატივები გავაცანი, რომელთა განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში ვაპირებ. ისევე, როგორც ხელისუფლების მიერ გაცხადებული პრიორიტეტი, პარლამენტში ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ განათლების სფერო იქნება.


ასევე, მივიღე კომპეტენტური რჩევები ჩვენი განათლების სისტემის ღირსეული წარმომადგენლებისგან და გავეცანი მათ ხედვებს სასკოლო განათლების სისტემის შესახებ.


კიდევ ერთხელ ვულოცავ პედაგოგებს დღევანდელ დღეს. სწორედ პროფესიონალი პედაგოგები არიან  ადამიანები, რომლებიც ფუნდამენტს უქმნიან ჩვენი ქვეყნის წარმატებულ მომავალს."-  წერს კახა კახიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.





კომენტარები:

ფართი შოპი