"არც ერთი საკითხი, რომელიც ამ ადამიანებს აწუხებთ, უყურადღებოდ არ დარჩება" - კახა კახიშვილი ქეთევან წამებულის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა

06 Oct 2020 19:40

"ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა კახიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქეთევან წამებულის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. 


"საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქეთევან წამებულის გამზირზე მცხოვრებ მოქალაქეებს შევხვდი. ვისაუბრეთ ჩემს ინიციატივებზე და განვიხილეთ მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება ისნის რაიონის კიდევ უფრო განვითარება.  


შევთანხმდით, რომ ჩვენი კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება და არც ერთი საკითხი, რომელიც ამ ადამიანებს აწუხებთ, უყურადღებოდ არ დარჩება. გამარჯვების შემთხვევაში კი მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ." - წერს დეპუტატობის კანდიდატი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. 





კომენტარები:

ფართი შოპი