შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ISO 21001:2018 ხარისხის მართვის სერტიფიკატი მიიღო

06 Oct 2020 19:47

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ სტანდარტიზაციის

საერთაშორისო ორგანიზაციის - ISO 21001:2018 ხარისხის მართვის სერტიფიკატი

მიიღო. ISO 21001:2018 კატეგორიის სერტიფიკატი საგანმანათლებლო

დაწესებულებებზე ვრცელდება.


შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისთვის სერტიფიკატის მიღების პროცესი

განხორციელდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის - „ორგანიზებულ

დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა“ - დაფინანსებითა და მასერტიფიცირებელი

ორგანოს - „ბიურო ვერიტას ჯორჯია“ ჩართულობით.


ISO 21001:2018 წარმოადგენს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის

უახლეს გამოცემას საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტის სისტემების

რეგულაციისათვის. აღნიშნული სტანდარტი ორიენტირებულია საგანმანათლებლო

ორგანიზაციების მენეჯმენტის სისტემის გაძლიერებაზე, მათი მომსახურებისა და

პროდუქტების ხარისხის ამაღლებაზე.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია

ერთადერთი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში,

რომელსაც სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO 21001:2018

სერტიფიკატი გააჩნია.



კომენტარები:

ფართი შოპი