ირმა ინაშვილი: ის, რასაც მთელი დღის მანძილზე აკეთებს ტვ პირველის საინფორმაციო სამსახური, ესაა სახე სააკაშვილ-ბოკერიების და მათი მოკავშირე ჟურნალისტიკის!

07 Oct 2020 16:38

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"დანაშაულია, რასაც მთელი დღის მანძილზე აკეთებს ტვ პირველის საინფორმაციო სამსახური! დანაშაულია რესპონდენტის აზრის მიზანმიმართული დამახინჯება და სხვა რესპონდენტების შეცდომაში შეყვანა, რომლებსაც კომენტარს ტყუილზე აკეთებინებენ. დანაშაულია მაყურებლის მოტყუება! 


დანაშაულია კონტექსტი, აზრი შეცვალო და მიაბა სულ სხვა თემას- პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, რა კავშირშია ერთმანეთთან ეს თემა და ჩვენი გამოკითხვა, პრაქტიკულად, რეფერენდუმი?!  რომლის მიხედვითაც სააკაშვილის პარტიის რეიტინგი 3%-იც არაა, ხოლო ბოკერიას პარტია 1%-ში ტივტივებს? და განა ამას ჟურნალისტები ვერ ხვდებიან, ამას სპეციალურად აკეთებენ! ესაა ჩვენს წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციების სამარცხვინო ციკლის გაგრძელება. ესაა სახე სააკაშვილ-ბოკერიების და მათი მოკავშირე ჟურნალისტიკის." - წერს ირმა ინაშვილი. 




კომენტარები:

ფართი შოპი