კახეთის პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

08 Oct 2020 01:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის

თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ

კვალზე გახსნეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს

დაბადებული - ხ.ხ.


დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს,

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ფერმაში, შურისძიების მოტივით,

სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა თანასოფლელი - 1984 წელს დაბადებული ი.ხ.


პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო

ღონისძიებების შედეგად, შემთხვევიდან მალევე დააკავა.


სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი

ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.


დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის

კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.



კომენტარები:

ფართი შოპი