"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის
თანაშემწე-გამომძიებელი - 1969 წელს დაბადებული ბ.ჯ. ბათუმის რესპუბლიკურ
საავადმყოფოს ცხელების ცენტრში გარდაიცვალა."- აღნიშნულის შესახებ შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსით გამოწვეული Covid-19 მიმდინარე წლის 1
ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში
გადიოდა მკურნალობის კურსს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა: ფილტვების
პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი.
გარდაცვლილი Covid-19 რეგულაციების სრული დაცვით გადასვენებულია და
დაიკრძალება დადგენილი ვადების შესაბამისად.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის
გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ასევე თანამშრომლებს." - ნათქვამია
განცხადებაში.