"პატრიოტთა ალიანსს" მიზნად აქვს, ცხოვრება შეცვალოს! ხალხმა აიტაცა "პატრიოტების" ჰიმნი, რადგან ჰიმნი აერთიანებს ადამიანებს, ხალხს! ასევე აერთიანებს ხალხს "პატრიოტთა ალიანსი" საერთო მიზნების გარშემო."- განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, სამგორის ოლქში, გურამ ნიკოლაიშვილმა.
"უკვე რამდენი წელია, "პატრიოტთა ალიანსი" აცხადებს, რომ ეს დავით გარეჯის ტერიტორია გასხვისებულია. 10 000 კაცი იყო შეკრებილი საპროტესტო აქციაზე დავით გარეჯში, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. იქ მივიდნენ ადამინები, რომლებსაც სამშობლოზე გული შესტკივათ, როცა საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ტერიტორიების გასხვისებით არ ინტერესდება. ის, რომ მთავრობამ დავით გარეჯის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ქმედებებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების - დავით თარხან-მოურავის, ირმა ინაშვილის და სამშობლოზე გულანთებული ადამიანების ძალისხმევის შედეგია!"