"რასაც ანდრიუს კუბილიუსი “არქეოლოგიას” ეძახის, ის ჩვენი სამშობლოა" - არჩილ თალაკვაძის კომენტარი კუბილიუსის განცხადებაზე

15 Oct 2020 13:51

"მადლობა რომ განმარტება გააკეთა. რასაც ანდრიუს კუბილიუსი “არქეოლოგიას” ეძახის, ის ჩვენი სამშობლოა. ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ჩვენს მიწა-წყალს და დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხები სასაცილო ნამდვილად არ არის. ასეთი შეფასება ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია."- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კუბილიუსის განცხადების პასუხად.

 

“პოლიტიკური არქეოლოგია” არის იმ პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოში ბატონი კუბილიუსი გულშემატკივრობს."- აღნიშნა თალაკვაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი