"სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვაა და ამის დასტურია, რომ დირსის საცხოვრებელ კომპლექსში რამდენიმე ასეულ ოჯახს მთავრობამ ბინები უსასყიდლოდ გადასცა"- კახა კახიშვილი პატარძეულის ქუჩისა და დირსის კომპლექსში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა

19 Oct 2020 03:31

"გრძელდება საარჩევნო კამპანია და ისნის რაიონში მცხოვრებ ადამიანებთან უშუალო კომუნიკაცია. ამჯერად, პატარძეულის ქუჩისა და დირსის კომპლექსში მცხოვრებ მოქალაქეებს შევხვდი."- წერს "ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. 


"სახელისუფლებო გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვაა და ამის დასტურია, რომ დირსის საცხოვრებელ კომპლექსში რამდენიმე ასეულ ოჯახს მთავრობამ ბინები უსასყიდლოდ გადასცა. 


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების პროცესი კვლავ გაგრძელდება და ამ მიზნით ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხაა გათვალისწინებული.


შეკრებილებს მმართველი პარტიის პროგრამა და ის საკანონმდებლო ინიციატივები გავაცანი, რომელთა განხორციელებას გამარჯვების შემთხვევაში ისნის რაიონში ვგეგმავ. 


ასევე, გავაცანი დასაქმების პროგრამა, რომელიც ისნის რაიონში, არჩევნების დასრულებიდან მოკლე დროში ამოქმედდება. შევთანხმდით მუდმივი კომუნიკაციის ფორმაზე, რაც თემატური ჯგუფების მეშვეობით განხორციელდება და აგრეთვე, იმ პრობლემების კოორდინირებულად გადაწყვეტის გზებზე, რომლებიც რაიონის მოსახლეობას, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ აქვთ." - წერს კახა კახიშვილი.





კომენტარები:

ფართი შოპი