ერთი სფერო მითხარით, რის გამოც ეს ჩაფლავებული ხელისუფლება დარჩენას იმსახურებს - სერგი კაპანაძე

21 Oct 2020 01:48

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობას  აფასებს.


კაპანაძის თქმით, არცერთ სფეროში, არც პანდემიის მართვაში, არც ეკონომიკაში,არც სასამართლო სისტემაში, არც მედია თავისუფლებაში, არც სხვა სფეროებში  ქვეყანა 8 წლის მანძილზე არ განვითარებულა.


„რა არის ერთი მიზეზი, რის გამოც ოცნებას მხარს უჭერთ და უნდა დარჩეს ხელისუფლებაში?


- პანდემია დაძლიეს? ვერა. აუფეთქდათ.

- ეკონომიკა გააჯანსაღეს? ვერა. მინიმუმ 5 პროცენტიანი ვარდნა წელს (ალბათ 10-იც) და ძალიან დაბალი ზრდა მთელი 8 წელი

- სიღარიბე დაძლიეს? ვერა. 800.000 ზე მეტი ღარიბი და რამდენიმე ასეთული ათასი, ვინც დღეში 3 ლარზე ცხოვრობს.

- უმუშევრობა დაძლიეს? მარტო 2016-2019 წლებში 45 ათასი სამუშაო ადგილი დაკარგეს კერძო სექტორში და კიდევ ასი ათასი დაუმატეს წელს.

- სასამართლო გახადეს დამოუკიდებელი? ვერა. კლანი და იგივე კორუმპირებული და დამოკიდებული მოსამართლეები.

- დემოკრატია გააძლიერეს? თითქმის ყველა პოლიტიკური ოპონენტი დაიჭირეს, ან გაასამართლეს.

- მედია გახდა უფრო თავისუფალი? არა. შეხედეთ იმედს და პოსტვ-ს და მიხვდებით რა საბჭოთა კავშირსაც ქადაგებენ.

- უსამართლობა დაძლიეს? არა. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. სხვებს აღარც ჩამოვთვლით.

- დასავლეთთან ინტეგრაცია წაწიეს წინ? არა. გახსოვთ რამდენი გვაკრიტიკეს მთელი ერთი წელი ჩვენმა უახლოესმა პარტნიორებმა?

- რუსეთთან ურთიერთობები მოაწესრიგეს? არა. ისევე ვკარგავთ ტერიტორიებს, ოღონდ სანაცვლოდ გავრილოვი ჩამოიყვანეს და პრო-რუსული ძალები გააძლიერეს.


ანგაჟირებული ვარ, ვიცი, მაგრამ, მართლა, ერთი სფერო მითხარით, რის გამოც ეს ჩაფლავებული ხელისუფლება დარჩენას იმსახურებს. მხოლოდ ერთი.“ - აცხადებს კაპანაძე.


კომენტარები:

ფართი შოპი