"გამარჯვების შემთხვევაში, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი კულტურაზე და კულტურულ კერებზე ზრუნვა იქნება"- კახა კახიშვილი თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური თეატრის დასს შეხვდა

21 Oct 2020 19:06

"ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა კახიშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური თეატრის დასს შეხვდა.  


"თეატრის შენობას ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამჟამად რეაბილიტაცია უტარდება და ის, სავარაუდოთ, გაზაფხულზე გაიხსნება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" აფინანსებს, ბიუჯეტი კი 15 მილიონზე მეტს შეადგენს. 


თეატრის დასის წევრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო.


თბილისის სომხური თეატრი კულტურის უმნიშვნელოვანესი კერაა ჩვენი მეზობელი ქვეყნის დიასპორისთვის.


მსახიობებსა და რეჟისორებს სახელისუფლებო გუნდის პრიორიტეტები და ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გავაცანი, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში ისნის რაიონში განვახორციელებ. გარდა სამოქმედო გეგმით განსაზღვრული დასაქმების პროგრამისა და სხვა ინიციატივებისა, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი კულტურაზე და კულტურულ კერებზე ზრუნვა იქნება." - წერს კახა კახიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ  გვერდზე. 





კომენტარები:

ფართი შოპი