"სტრატეგია აღმაშენებლის" საპარლამენტო სიის მე-6 ნომერს, თეონა ჭალიძეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გავრცელებულ ინფორმაციაშივეა აღნიშნული, რომ მიუხედავად იმისა, "სტრატეგია აღმაშენებლის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე, რომელიც სავარაუდოდ თეონა ჭალიძის ე.წ. კონტაქტია, ისნის რაიონის მოსახლეოაბსთან შეხვედრებს აქტიურად ატარებს დღემდე.

ფოტოზე: გიორგი ვაშაძე ისნის მოსახლეობას შეხვდა, 21 ოქტომბერი, 2020
"თეონა ჭალიძე covid-19 ინფიცირებულია, გიორგი ვაშაძე - კონტაქტი!!! მოსახლეობას გთხოვთ, დაიცვათ თავი, რადგან ისინი არ გიფრთხილდებიან თქვენ!" - აღნიშნულია გავრცელებულ ფეისბუქ-პოსტში.
საინფორმაციო პორტალი "მხარე" "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახურს დაუკავშრდა.
გავინტერესებდა, ადასტურებდნენ თუ არა, რომ თეონა ჭალიძეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და თუ ადასტურებდნენ, რამდენად სწორად მიაჩნია გიორგი ვაშაძეს, ასეთ პირობებში საზოგადოებასთან შეხვედრების ჩატარება, იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი ვაშაძე ჭალიძის ე.წ. სავარაუდო კონტაქტია. მით უფრო, როდესაც ყველაზე მწვავედ "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები აკრიტიკებენ კოვიდ-ინფექციი გარშემო არსებულ მდგომარეობას?
"სტრატეგია აღმაშენებლის" პრესასმსახურში დაგვიდასტურეს, რომ თეონა ჭალიძე კოვიდ-19-ით დაინფიცირდა, ხოლო გიორგი ვაშაძე პრევენციისთვის შეხვედრაზე მისულებს პირბადეებს ურიგებს შეხვედრაზე მისულებს (არქონის შემთხვევაში).
"მოგეხსენებათ გიორგი ვაშძე სისტემატიურად აქტიურ რეჟიმში აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს, ყველა წესის დაცვით ხდება. ჩვენს ყველა შეხვედრაზე ამომრჩეველს ვისაც არ აქვს ადგილზე პირბადე, ჩვენი მხრიდან ურიგდება, რათა წესები დაცული იყოს.
რაც შეეხება თეონა ჭალიძეს, ის უკვე ერთი კვირაა რაც თვითიზოლაციაშია გადასული და პირადად გიორგი ვაშაძესთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონია. თეონა ჭალიძეს კორონავირუსი 19 ოქტომბერს (ორშაბათს) დაუდასტურდა. რაც შეეხება ფოტოს სქრინს ეს გახლავთ ერთი წლის წინ არის გადაღებული."- განგვიცხადეს "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახურში.
გიორგი ვაშაძის პრესსამსახურის წარმომადგენელს ვკითხეთ, ჩაიტარა თუ არა თავად ვაშაძემ ტესტირება. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, ვაშაძე სისტემატიურად იტარებს ტესტირებას, თუმცა ამ დრომდე კორონა ვირუსი არ გამოვლენია.