"სტრატეგია აღმაშენებლის" ისნის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის საარჩევნო შტაბთან, ამავე რაიონის მოსახლეობამ აქცია გამართა. საარჩევნო შტაბთან შეკრებილები აპროტესტებდნენ გიორგი ვაშაძის მხრიდან რაიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრას, მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, (სავარაუდოდ), ამავე პარტიის აქტიური წევრის, თეონა ჭალიძის ე.წ. "კონტაქტია", რომელსაც კორონა ვირუსი 19 ოქტომბერს დაუდასტურდა.
"გაუფრთხილდი შენ თავს, რადგან შენი ჯანმრთელობა მათთვის არაფერს ნიშნავს, "გიორგი ვაშაძე = Covid-19"- აღნიშნავდნენ აქციაზე შეკრებილები.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეონა ჭალიძეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებულ ინფორმაციაშივე იყო აღნიშნული, რომ მიუხედავად იმისა, "სტრატეგია აღმაშენებლის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე, რომელიც სავარაუდოდ თეონა ჭალიძის ე.წ. კონტაქტია, ისნის რაიონის მოსახლეოაბსთან შეხვედრებს აქტიურად ატარებს დღემდე პირბადის და სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე.

საინფორმაციო პორტალი "მხარე" დაინტერესდა, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია და "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახურს დაუკავშრდა.
გვაინტერესებდა, ადასტურებდნენ თუ არა, რომ თეონა ჭალიძეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და თუ ადასტურებდნენ, რამდენად სწორად მიაჩნია გიორგი ვაშაძეს, ასეთ პირობებში საზოგადოებასთან შეხვედრების ჩატარება, იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი ვაშაძე ჭალიძის ე.წ. სავარაუდო კონტაქტია. მით უფრო, როდესაც ყველაზე მწვავედ "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები აკრიტიკებენ კოვიდ-ინფექციი გარშემო არსებულ მდგომარეობას?
"სტრატეგია აღმაშენებლის" პრესასმსახურში დაგვიდასტურეს, რომ თეონა ჭალიძე კოვიდ-19-ით დაინფიცირდა, ხოლო გიორგი ვაშაძე პრევენციისთვის შეხვედრაზე მისულებს პირბადეებს ურიგებს შეხვედრაზე მისულებს (არქონის შემთხვევაში).
"მოგეხსენებათ გიორგი ვაშძე სისტემატიურად აქტიურ რეჟიმში აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას, თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს, ყველა წესის დაცვით ხდება. ჩვენს ყველა შეხვედრაზე ამომრჩეველს ვისაც არ აქვს ადგილზე პირბადე, ჩვენი მხრიდან ურიგდება, რათა წესები დაცული იყოს.
რაც შეეხება თეონა ჭალიძეს, ის უკვე ერთი კვირაა რაც თვითიზოლაციაშია გადასული და პირადად გიორგი ვაშაძესთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონია. თეონა ჭალიძეს კორონავირუსი 19 ოქტომბერს (ორშაბათს) დაუდასტურდა. რაც შეეხება ფოტოს სქრინს ეს გახლავთ ერთი წლის წინ არის გადაღებული."- განგვიცხადეს "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახურში.
გიორგი ვაშაძის პრესსამსახურის წარმომადგენელს ვკითხეთ, ჩაიტარა თუ არა თავად ვაშაძემ ტესტირება. გიორგი ვაშაძის პრესსამასხურიში გვითხრეს, რომ დეპუტატობის კანდიდატი სისტემატიურად იტარებს ტესტირებას, თუმცა კორონა ვირუსი ამ დრომდე არ დადასტურებია.