ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას თქმით, ქართული მარში არის პროპუტინური ორგანიზაცია, მსახური იმ ადამიანის, ვინც კლავს ქართველებს და ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები.
„ეს არის პუტინის რუსეთის დამქაში ხალხი, ესენი არიან ივანიშვილის, სუს-ის და პირადად შიხიაშვილი კიდევ ღარიბაშვილის მლიქვნელი კაცი. ეგენი არიან ჰერპესი ჩვენი ქვეყნის სხეულზე, რადგან ემსახურებიან უცხო ქვეყანას.
განსხვავებული აზრი ყველასი მისაღებია, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, მას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ესენი არიან პირდაპირ მონები და მსახურები ეშმაკის, ადამიანის და იმ ძალის, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყანა და ამავე დროს, კლავს ქართველებს. ამ ძალის მსახურებზე ვსაუბრობთ.“ -აცხადებს უგულავა