გიორგი ლიპარტელიანი და ბესარიონ ჩანქსელიანი სტამბულში კონცერტს გამართავენ

04 Feb 2018 15:36

მომღერალი გიორგი ლიპარტელიანი და პოეტი ბესარიონ ჩანქსელიანი, 25 თებერვალს, თურქეთში, კერძოდ სტამბულში ემიგრანტებისთვის და არამარტო ემიგრანტებისთვის კონცერტს ჩაატარებენ. 


როგორც გიორგი ლიპარტელიანი  საინფორმაციო პორტალ "მხარესთან" საუბრისას აღნიშნავს, კონცერტი ემიგრანტების ინიციატივით ტარდება და საღამოს ორგანიზატორი არის ქართველი ემიგრანტი თეონა გოგოლაშვილი. 


მისივე თქმით, კონცერტი მოიცავს  რამდენიმე სიურპრიზიც.


ბილეთები უკვე გაყიდვაშია, თუმცა, საჭიროების შემთხვევისთვის ორგანიზატორებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქვემოთ მოყვანილ ტელეფონის ნომერზე.


ცნობისთვის, ბილეთის ღირებულებაა 130 ლირა, რომელიც საღამოს მენიუს ფასსაც მოიცავს.





კომენტარები:

ფართი შოპი