პროკურორი მილენა - რივერას და ძიძების წინააღმდეგ და პირიქით... (ვიდეო)

05 Feb 2018 03:37

ყოფილი ძიძა პროკურორ მილენა მითაიშვილს უჩივის. ნინო ბოჭორიშვილი,  რომელიც პროკურორის შვილს 2 თვე უვლიდა, ამტკიცებს, რომ მილენა მითაიშვილი არაადამიანურად ექცეოდა, ამცირებდა და მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. დღე-ღამეში 4 საათი ეძინა და საჭმელს მხოლოდ ერთხელ ჭამდა.


კითხვაზე, რატომ არ დატოვა მოძალადის სახლი, ნინო ბოჭორიშვილი პასუხობს, რომ მუქარის გამო ეშინოდა. ის ასევე ყვება, რომ პროკურორს გადამალული ჰქონდა მისი პირადი ნივთები და მოთხოვნის მიუხედავად, არ უბრუნებდა. ბავშვის ძიძა ამბობს, რომ პროკურორი ქალი ცრუ ჩვენების მიცემასაც აიძულებდა.


ნინო ბოჭორიშვილის საქმეს სწავლობს არასამთავრობო ორგანიზაცია თანასწორობა 17.


ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნონო ბოლქვაძე, ამბობს, რომ ფაქტს თავადაც შეესწრო, როდესაც პროკურორი მილენა მითაიშვილი პოლიციის თანდასწრებით შვილის ძიძას შეურაცხყოფდა.


პროკურორის მიმართ ბრალდებებს საჯაროდ აფიქსირებს და გამოძიებასაც მისცა ჩვენება, მისი შვილის კიდევ ერთმა ძიძამ, რომელიც მითაიშვილთან რამდენიმე თვე მუშაობდა.



ამ ძიძას, პირველის მსგავსად, არასდროს უნახავს, რომ პროკურორ ქალს მისი ქმარი სცემდა, თუმცა, დარწმუნებით აცხადებს, რომ ცრუ ჩვენების მიცემას მითაიშვილი მასაც აიძულებდა. აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, წაართვა მობილური ტელეფონი.


პროკურორი მილენა მითაიშვილი კი ბრალდებებს უარყოფს.


მათიაშვილი ამტკიცებს, რომ ბავშვის ძიძა იმ მსჯავრდებულის ცოლია, რომელიც მან რამდენიმე წლის წინ დააკავა, ცოლი კი მის სახლში შურის საძიებლად ძიძის სტატუსით მივიდა.



პროკურორი ბრალდებებს კიდევ ერთ ახსნას უძებნის. მილენა მითაიშვილი ამბობს, რომ მისი ყოფილი ქმარი და ძიძის მეუღლე სასჯელს ერთდროულად იხდიდნენ, ერთმანეთის მეგობრები არიან და მის მიმართ ცილისმწამებლური ქმედებებისა და განცხადებების ავტორი მისი ქმარია, რადგან რივერა ბენდელიანს პროკურორმა ოჯახური ძალადობისა და ცემისთვის უჩივლა.


http://rustavi2.ge




კომენტარები:

ფართი შოპი