სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს

26 Oct 2020 15:18

შპს „საქართველოს მელიორაცია“  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში ტაშისკარის   სარწყავი სისტემის  აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.


სოფელ ქვიშხეთში   ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან  წყალგამანაწილებელი   არხის 1000 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.


ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე  სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.


აღდგენილი საირიგაციო არხით   5 სოფლის -ცხრამუხა, ქვიშხეთი, ოსიაური, გომისა და  აგარების  მოსახლეობა ისარგებლებს.


სამუშაოები კომპანიამ საკუთარი ძალებით ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა.



კომენტარები:

ფართი შოპი