კახა კახიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ელიას დასახლებაში, მუჯირიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

28 Oct 2020 02:00

"ქართული ოცნების" ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა ელიას დასახლებაში, მუჯირიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან გამართა. 


"შეკრებილ საზოგადოებას ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის, სამოქმედო გეგმა გავაცანი და დავპირდი, რომ ამ გეგმის განხორციელება ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, უმოკლეს დროში დაიწყება. მათ შორისაა დასაქმების პროგრამა, რომელიც რაიონში მცხოვრებ ბევრ სპეციალისტს დაეხმარება. ვისაუბრეთ, აგრეთვე, იმ ინიციატივებზე, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანოში დავაყენებ. 


შევთანხმდით, რომ არსებულ გამოწვევებსა თუ პრობლემებს, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კოორდინირებულად ვუპასუხებთ, კოორდინაცია კი სპეციალური თემატური ჯგუფების მეშვეობით განხორციელდება, რომლებიც ფუნქციონირებას, ჩემი გამარჯვების შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყებენ." - წერს კახა კახიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. 





კომენტარები:

ფართი შოპი