„ხვალ აღმშენებლობის გასაღები თქვენ ხელშია, როგორც ამ ტრაქტორს მოვქოქავ, ასევე მოვქოქავქვეყანას. მოდით არჩევნებზე!“ - გიორგი ვაშაძე ამომრჩევლებს

30 Oct 2020 23:32

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს დააცხადებს, რომ მათი ხმების დასაცავად ყველაფერსგააკეთებს. მისივე თქმით, საქართვლოში 31 ოქტომბრისშემდეგ, წარმატების მისაღწევად დღე და ღამეტრაქტორის ხმა და გუგუნი უნდა ისმოდეს. პარტიის პრემიერობის კანდიდატს მიაჩნია, რომ ხვალაღმშენებლობის გასაღები თითოეული მოქალაქისხელშია, რათა თითოეულმა საკუთარი საარჩევნობიულეტენით, საკუთარი გასაღებით მოქოქოსაღმშენებლობის პროცესი და ხმა მისცეს 27 ნომერს - ქვეყნის აღმშენებლობას. 


„ეს ტრაქტორი არის აღმშენებლობის სიმბოლო დაიმისათვის, რომ ეს ტრაქტორი დაიქოქოს და ჩაერთოსაღმშენებლობაში,  მას სჭირდება გასაღები. ხვალაღმშენებლობის გასაღები თითოეული მოქალაქისხელშია, რათა თითოეულმა საკუთარი საარჩევნობიულეტენით, საკუთარი გასაღებით მოქოქოსაღმშენებლობის პროცესი. ხვალ, როგორც ამ ტრაქტორსმოვქოქავ, ასევე მოვქოქავ ქვეყანას. მოდითარჩევნებზე! სწორედ, ხვალ გადაწყდება საქართველოსბედი. ან აღმშენებლობა, ან - ჭაობი. 27 ნომრის და"სტრატეგია აღმაშენებლის" შემოხაზვა - ეს ნიშნავსაღმშენებლობის დაწყებას ქვეყანაში, ნიშნავსსიღარიბის დამარცხებას ქვეყანაში, ნიშნავს სამუშაოადგილების შექმნას საქართველოში, ნიშნავსეკონომიკური კოლაფსიდან გამოსვლას ქვეყნის, ფართომასშტაბიან რეფორმებს ყველა მიმართულებით, რომელმაც უნდა მოიტანოს სიკეთე პენსიონრებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ყველა თაობისათვისადამიანისთვის, ნიშნავს კრიმინალის დაკრიმინოგენული ვითარების დასტაბილურებასქვეყანაში, ნიშნავს, რომ ქვეყნის სათავეში მოდისსაქმის მკეთებელთა გუნდი,“ - განაცხადა გიორგივაშაძემ.



კომენტარები:

ფართი შოპი