დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს - გარდაცვლილია შვილი

07 Feb 2018 17:21

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.


არსებული ინფორმაციით, შვილი ადგილზე გარდაიცვალა და დოდო გუგეშაშვილი მძიმე მდგომარეობაშია.


ფაქტი დოდო გუგეშაშვილის სახლში, დიღმის მასივში მოხდა.


შსს-ში აცხადებენ, რომ პირი, რომელიც გუგეშაშვილებს თავს დაესხა, სავარაუდოდ ოჯახს იცნობდა.


შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.


კომენტარები:

ფართი შოპი