ქვეყანას აღარ სჭირდება ბატონი, ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და სწორედ ამას მივეცი ხმა - უგულავა

31 Oct 2020 17:33

ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ, საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მან მხარი დაუჭირა ქვეყნის სამშვიდობოზე გასვლას, გარდამტეხ ცვლილებებს და პროევროპულ მთავრობას.


„ორიგინალური არ ვიქნები და ვიტყვი, რომ საკუთარ თავს მივეცი ხმა. მივეცი ხმა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაამთავროს მმართველობა და ქვეყნის წვალება, რომ ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს, განვითარების გზაზე, ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, ქვეყანას სჭირდება მკაფიოდ პროევროპული მთავრობა და ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელსიც დაწევს გადასახადებს, რომელიც ეფექტურად შეებრძოლება ეპიდემიას. ქვეყანას აღარ სჭირდება ბატონი, ქვეყანას ჭირდება მთავრობა, რომელიც იქნება ხალხსი მსახური, მოვა, იმსახურებს და წავა. აი მას მივეცი მე ხმა.„ - განაცხადეა უგულავამ.



კომენტარები:

ფართი შოპი